რეკლამა
არჩილ გოგსაძე: მინდა ვიცოდე რომელ სოფელს რა ესაჭიროება, რომ პრიორიტეტები შესაბამისად გადავანაწილო
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი არჩილ გოგსაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სოფელ როხის მოსახლეობას შეხვდა.
მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო, რომელიც ძირითადად, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებას ეხება.

არჩილ გოგსაძემ ადგილობრივებისგან ასევე, სოფელში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

"მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდები და მათ პრობლემებს ვეცნობი. მერად არჩევის შემთხვევაში, ჩემი მთავარი მიზანი სამართლიანობა იქნება, რადგან მინდა, რომ ყველა სოფელს თანაბრად მივხედო. ასევე, მინდა ვიცოდე რომელ სოფელს რა ესაჭიროება, რომ პრიორიტეტები შესაბამისად გადავანაწილო", - განაცხადა არჩილ გოგსაძემ.

მერობის კანდიდატი ამომრჩეველებთან შეხვედრას მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც განაგრძობს.

Print