რეკლამა
წყალტუბოს მერობის კანდიდატი სოფელ საყულიასა და ოფშკვითის მოსახლეობას შეხვდა (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წყალტუბოს მერობის კანდიდატი გია იოსელიანი სოფელ საყულიასა და ოფშკვითის მოსახლეობას შეხვდა და მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა გააცნო.

სოფლების მაჟორიტარობის კანდიდატებთან - ნაილი ჭოლაძესა და ირაკლი გვანცელაძესთან ერთად, გია იოსელიანმა სოფლის მეურნეობის მხარდაჭერისა და ხელშეწყობის გზებზე ისაუბრა.

"წყალტუბოს აქვს დიდი პოტენციალი - განვითარდეს არა მხოლოდ ტურიზმის მიმართულებით, არამედ სოფლის მეურნეობისა და მცირე მეწარმეობის თვალსაზრისით. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ სახელმწიფო პროგრამების შესახებ სოფლის მოსახლეობის ინფორმირება და ჩართულობა, რათა მათ მაქსიმალურად აითვისონ ის სარგებელი, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს", - განაცხადა გია იოსელიანმა.

Print