რეკლამა
ირაკლი შენგელია: არ მინდა საკრებულოს წევრის კომპეტენციაზე ცრუ მოლოდინი გაჩნდეს (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გამარჯვების ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი შენგელია ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.

კანდიდატი შეხვედრაზე ამომრჩეველს "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის გარდა, საკრებულოს წევრის კომპეტენციაზეც ესაუბრა.

"ჩემი მიზანია, საკრებულოს წევრის კომპეტენციის შესახებ ამომრჩევლამდე ინფორმაცია მივიტანო, რათა ცრუ მოლოდინი არ გაჩნდეს. გამარჯვების ოლქში მცხოვრებლებმა უნდა იცოდნენ მათი უფლებების შესახებ და რა უნდა მოსთხოვონ მათ მიერ არჩეულ საკრებულოს წევრს. გამარჯვების შემთხვევაში, ირაკლი შენგელია ის კანდიდატი არ იქნება, რომელიც პრობლემებს გაექცევა", – განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

მაჟორიტარობის კანდიდატი ამომრჩეველს ყოველდღიურ რეჟიმში ხვდება და მზადყოფნას გამოთქვამს, ყველა იმ შეკრებაზე მივიდეს, რომელიც ამომრჩევლის ინიციატივით ჩატარდება.

"სასიამოვნოა, როდესაც ამომრჩეველი გიკავშირდება და გეუბნება, რომ ბინის მცხოვრებლებს ჩემთან შეხვედრა სურთ. ჯავახიშვილის ქუჩაზე უკვე გაიმართა ასეთი შეხვედრა, რომლის ინიციატორი თავად ბინის მცხოვრებლები იყვნენ. მსგავს ინიციატივებს სიამოვნებით მივესალმები. ჩვენი შტაბის კარი გამარჯვების ოლქის ამომრჩევლებისთვის ყოველთვის ღიაა", – აცხადებს ირაკლი შენგელია.

"ქართული ოცნების" გამარჯვების ოლქის შტაბი გამსახურდიას #13–ში მდებარეობს და იგი 24 საათიანი რეჟიმით მუშაობს.

Print