რეკლამა
კახა კალაძემ საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკა და მისი ძირითადი მიმართულებები წარუდგინა (R)
FaceBook
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საზოგადოებას, პროგრამული ხედვის ფარგლებში, სატრანსპორტო პოლიტიკა და მისი ძირითადი მიმართულებები წარუდგინა.
საპრანსპორტო პოლიტიკა მოიცავს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების და მგზავრობის ხელმისაწვდომობის ამაღლებას, სატრანსპორტო საშუალებებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების არსებით შემცირებას და ტრანსპორტირებისა და მგზავრობის მომსახურების ხარიხის ამაღლებასა და უსაფრთხოების ზრდას.

მერობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება დედაქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ამ მიმართულებით თბილისში მნიშვნელოვანი პროექტებია განსახორციელებელი. "ზოგადად, ეკოლოგია და ეკოლოგიური თვალსაზრისით პროექტების განხორციელება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია", - განაცხადა მან.

Print