რეკლამა
ბაღდათის მერობის კანდიდატი: დროა, ტურისტების ნაწილი ჩვენმა რეგიონმაც მიიღოს (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ბაღდათის მერობის კანდიდატი არჩილ გოგსაძე სოფელ წითელხევის მოსახლეობას შეხვდა.

მერობის კანდიდატმა ადგილობრივებისგან სოფელში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

"ჩვენს ქვეყანას უამრავი ტურისტი სტუმრობს და დროა, მათი ნაწილი ჩვენმა რეგიონმაც მიიღოს. მზად ვარ, თითოეულ თქვენგანს შესაბამისი გარემოს შექმნასა და ადგილობრივი ბიზნესის წარმოებაში დავეხმარო", -განაცხადა არჩილ გოგსაძემ მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

მერობის კანდიდატი წითელხევის მოსახლეობასთან შეხვედრებს უახლოეს დღეებშიც განაგრძობს.

Print