რეკლამა
ჭიათურა უნდა იყოს ერთ–ერთი მიმზიდველი ქალაქი საქართველოში (R)
FaceBook
ჭიათურის მერობის კანდიდატმა პაატა ნადირაძემ ამომრჩეველს ქალაქის განვითრების საკუთარი ხედვა გააცნო. "მომდევნო 4 წლის განმავლობაში აუცილებლად უნდა შევძლოთ და ერთად უნდა შევქმნათ უკეთესი ჭიათურა. ჩვნს ქალაქს აქვს პოტენციალი იყოს ერთ–ერთი საინტერესო და მიმზიდველი საქართველოში.

ერთად დგომით კი შევძლებთ ისეთ გარემოში ვიცხოვროთ, რომელსაც იმსახურებს თითოეული თქვენგანი. მე მზად ვარ, ჩემი ცოდნა და გამოცდილება მოვახმარო ამ ქალაქის განვითარებასა და კეთილდღეობას. იმისათვის, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი ვიდრე იყო გუშინ, აუცილებელია 21 ოქტომბერს მობრძანდეთ არჩევნებზე და მხარი დაუჭიროთ ,,ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს კანდიდატებს"–აღნიშნა პაატა ნადირაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას.

ჭიათურის მერობის კანდიდატმა ,,ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოდან" პაატა ნადირაძემ ამომრჩეველთან იმ პრიორიტეტული და მასშტაბური პროექტების განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრა, რომლებიც მომდევნო 4 წლის მანძილზე აქვს დაგეგმილი.
Print