რეკლამა
პაატა ნადირაძე: მზად ვარ ხელი შევუწყო სოფლის მეურნეობის განვითარებას (R)
FaceBook
ჭიათურის მერობის კანდიდატი ,,ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოდან" პაატა ნადირაძე სოფელ უსახელაურსა და წყალშავში 300–მდე ამომრჩეველს შეხვდა. პაატა ნადირაძემ მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას.
,,სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით სამინისტრომ არაერთი პროგრამა შეიმუშავა და ამჟამად მდგომარეობა არის უკეთესი ვიდრე იყო გუშინ, თუმცა ჩვენ გვინდა ხვალ უფრო მეტი გავაკეთოთ, რომ სოფელი იყოს ძლიერი. ბოლო 4 წლის მანძილზე სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროგრამა განხორციელდა:

,,დანერგე მომავალი", ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისა და აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი, ,,აწარმოე საქართველოში" და კიდევ სხვა. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ზრუნავს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და მე მზადა ვარ ადგილობრივ დონეზე მაქსიმალურად შევუწყო ხელი", – აღნიშნა პაატა ნადირაძემ.

შეხვედრის დასასრულს აღნიშნული სოფლების მოსახლეობამ კანდიდატს კითხვები დაუსვეს და გვერდით დგომას დაპირდნენ.
Print