რეკლამა
გიორგი ჭიღვარია: „ქუთაისმა მისი ისტორიული სახე უნდა შეინარჩუნოს“(R)
FaceBook

"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი ჭირვარიამ მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა ძელქვიანის, ქალაქ მუზეუმისა და გამარჯვების ოლქის ამომრჩევლებთან გამართა.

მერობის კანდიდატმა მაჟორიტარებთან ერთად იმ საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც გამარჯვების შემდეგ გეგმავს.
გიორგი ჭიღვარიამ განსაკუთრებული ყურადღება ქუთაისის გენერალური განვითარების გეგმაზე გაამახვილა და ხაზი გაუსვა, რომ ქუთაისი ურბანულად უნდა განვითრდეს ისე, რომ მან ძველი ისტორიული სახე შეინარჩუნოს.

"-იმისთვის, რომ ქუთაისმა მისი ისტორიული სახე შეინარჩუნოს ქალაქს უნდა ჰქონდეს გენერალური განვითარების გეგმა. ამიტომ ჩვენი მიზანია ქუთაისი ურბანულად განვავითაროთ ისე, რომ მან შეინარჩუნოს ის ისტორიული სახე, რომელიც მას უძველესი ქალაქებიდან გამოარჩევს. ქუთაისი არის ქალაქი, რომელიც ჩემთვის ყველაზე ახლოა, ამიტომ მინდა მთელი ჩემი ცოდნა და ენერგია ჩვენი ქალაქის განვითარებას მოვახმარო."- აღნიშნა გიორგი ჭიღვარიამ ამომრჩევლებთან შეხვედრისას.

 

Print