რეკლამა
„გიორგი ჭიღვარია, ჩვენს მიერ თქვენთვის მოცემული დაპირების შესრულების უპირობო გარანტია“ - გიორგი ჭეიშვილი (R)
FaceBook
"იდეიდან-შესრულებამდე გასავლელი გზის დაფარვას მხოლოდ თქვენი მხარდაჭერით შევძლებთ" - ამ სიტყვებით მიმართა ამომრჩეველს, ხანძთელისა და სინაურის ქუჩემზე გამართული შეხვედრებისას "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქრთველოს" ქუთაისის ქალაქ მუზეუმის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ჭეიშვილმა.

კანდიდატმა შეხვედრის განმავლობაში ყურადღება იმ საკითხებზე გაამახვილა, რომელიც ქალაქისთვის დღემდე გადაუჭრელ პროლემებად რჩება.

"გამართული ინფრასტრუქტურა, ძლიერი თვითმართველობის თვისობრივად ახალი მუნიციპალური მომსახურეობის გამარტივებული სერვისები, სოციალური პროექტების კიდევ უფრო ხელშეწყობა, ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შენარჩუნება და უზრუნველყოფა ჩვენი გუნდის არჩევის შემთხვევაში, ყოველდღიური მუშაობის მთავრი თემები იქნება, ხოლო ქალაქის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია, ჩვენს მიერ თქვენთვის მოცემული დაპირების შესრულების უპირობო გარანტია", -  განაცხადა გიორგი ჭეიშვილმა.




Print