რეკლამა
წყალტუბოს მერობის კანდიდატი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წყალტუბოს მერობის კანდიდატი გია იოსელიანი წყალტუბოს რამდენიმე უბნის მოსახლეობას შეხვდა. მერობის კანდიდატმა წყალტუბოელებს მუნიციპალიტეტის განვითარების პროგრამა გააცნო და მოსახლეობის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

"ჩვენი გუნდის მიზანია, წყალტუბოში ტურისტების რაოდენობა მაქსიმალურად გაიზარდოს. ასევე, ვიზიტორებს შევთავაზოთ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და მაღალი დონის სერვისი. თითოეულმა წყალტუბოელმა კეთილდღეობა საკუთარ ოჯახზე უნდა იგრძნოს", - განაცხადა გია იოსელიანმა.

მოსახლეობასთან შეხვედრას წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატი ბადრი პაპავაც ესწრებოდა.
Print