რეკლამა
ვანის მერობის კანდიდატი ოთხი სოფლის მოსახლეობას შეხვდა (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ვანის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი მუნიციპალიტეტის სოფლებს - ზეინდარი, გორა, ფერეთა და სალომინაოს ეწვია და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრებზე ალექსანდრე გოგორიშვილმა ადგილობრივებს საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო და იმ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განხორციელდა.

აღინიშნა, რომ ოთხივე სოფელში, გასულ ოთხ წელიწადში ასფალტის გზის საფარი დაიგო. ასევე, შეკეთდა ამბულატორიები და ბაღები. სოფელ ზეინდარში აშენდა იუსტიციის სახლი, რომელიც დღეს იხსნება.

მერობის კანდიდატმა მოსახლეობის შეკითხვებსაც უპასუხა და ადგილობრივებს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაპირდა.
Print