რეკლამა
ჭიათურის მერობის კანდიდატი პაატა ნადირაძე ამომრჩევლებს ნაგუთის დასახლებაში შეხვდა (R)
FaceBook
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მერობის დეპუტატობის კანდიდატმა პაატა ნადირაძემ შეხვედრები ქალაქის ერთ-ერთ უბანში, ნაგუთის დასახლებაში გამართა.
პაატა ნადირაძე ამომრჩეველს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა,რაც მისი მერობის პერიოდში აუცილებლად განხორციელდება ჭიათურაში. საარჩევნო პროგრამის გაცნობის შემდეგ კი, ადგილობრივებს დეპუტატობის კანდიდატი ბესი ნადირაძე წარუდგინა. იმ მაჟორიტარულ ოლქში,სადაც აღნიშნული კანდიდატი იყრის კენჭს, ნაგუთის დასახლება შედის.

მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას მათი პრობლემები მოისმინა, ამომრჩეველი ძირითადად ინფრასტრუქტურასა და სოციალურ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას.
Print