რეკლამა
„ქართული ოცნება“ უქიმერიონის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი: ქუთაისს ძალიან მალე გამართული ინფრასტრუქტურა ექნება (R)
FaceBook
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" უქიმერიონის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ამირან კოპალეიშვილი ანტონ კათალიკოსის და მოსეშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა.
მაჟორიტარობის კანდიდატმა, მოსახლეობას ხელისუფლების მიერ განხორციელებული ჯანდაცვისა და სოციალური კუთხით არსებული პროექტები გააცნო. ასევე ინფრასტრუქტურის კუთხით დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ქუთაისს ძალიან მალე მოწესრიგებული გზები და გამართული ინფრასტრუქტურა ექნება.

,,ქუთაისის საკრებულოში მე ვიქნები უქიმერიონის ოლქის გარანტი რომ მათი ყველა პრობლემა უმოკლეს ვადებში გადაწყდება,"-განაცხადა ამირან კოპალეიშვილმა.
მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.

Print