რეკლამა
არჩილ გოგსაძე: ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა იქნება (R)
FaceBook
ბაღდათ-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ლურსმანაშვილმა, ბაღდათის მოსახლეობას "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მერობის კანდიდატი არჩილ გოგსაძე წარუდგინა.
არჩილ გოგსაძემ მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო, რომელიც რაიონისთვის წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებას, საკანალიზაციო სისტემისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითვალისწინებს.

როგორც მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან საუბრისას აღნიშნა, გამარჯვების შემთხვევაში მისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ასევე, ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა იქნება.

წარდგენაზე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში იმყოფებოდა. დეპუტატამა მერობის კანდიდატს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და არჩევნებში გამარჯვება უსურვა.
Print