რეკლამა
"ქართული ოცნება" მაჟორიტარობის კანდიდატმა ქალაქ მუზეუმში ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნო (R)
FaceBook
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა ქალაქ მუზეუმში ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნო.
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს, ქალაქ მუზეუმის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ჭეიშვილი, მოსახლეობასთან შეხვედრებს ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს.

"იდეიდან-შესრულებამდე" გასავლელი გზის მხარდასაჭერად კანდიდატი კოსტავას ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა. გიორგი ჭეიშვილმა ამომრჩეველთან პირისპირ შეხვედრაზე, ყურადღება იმ პროექტების განხორციელებასა და გეგმებზე გაამახვილა რომელიც მისი, და პარტია "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" გამარჯვების შემთხვევაში უპირობოდ შესრულდება.

ინფრასტრუქტურული პროექტები, მეტი დასაქმება, სოციალური სტაბილურობა. ეს იმ საკითხთა მოკლე ჩამონათვალია რაზეც საუბარი კანდიდატსა და ხალხს შორის გაიმართა.
Print