რეკლამა
"არ დაგპირდებით იმას, რასაც ვერ შევასრულებთ" - მამუკა რიჟამაძე (R)
FaceBook
"ჩვენი გუნდის მთავარ ამოცანას იმ პრობლემების დროული მოგვარება წარმოადგენს რომლებიც თქვენ გაწუხებთ. არ დაგპირდებით იმას, რასაც ვერ შევასრულებთ", - განაცხადა სულხან-საბასა და ვაკისუბნის ოლქში "ქართული ოცნების"  საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მამუკა რიჟამაძე მოსახლეობასთან შეხვედრისას.

ამჯერად, კანდიდატი თაბუკაშვილის №98 ბინაში იმყოფებოდა, სადაც კოდორიდან იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ. მამუკა რიჟამაძემ ამომრჩეველთან ერთად ყველა იმ საკითხზე ისაუბრა,  რომელიც მათთვის პრიორიტეტულია. საარჩევნო პროგრამა და გუნდის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა დეპუტატობის კანდიდატმა თაბუკაშვილის №179 და №181 -ში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრისას.

ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სოციალური პრობლემების მოგვარება და ჯანდაცვა, ეს ის საკითხებია რაზეც კანდიდატს მოსახლეობასთან შეხვედრისას საუბარი უწევს.

Print