რეკლამა
"ყველა პრობლემა რაც მოსახლეობას შეაწუხებს მალევე იქნება გადაჭრილი" - იმედა საღინაძე
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ავტომშენებლის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იმედა საღინაძე მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. იმედა საღინაძე ამჯერად ირაკლი აბაშიძისა და ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო და მზადყოფნა გამოთქვა, რომ ყველა პრობლემა, რაც მოსახლეობას შეაწუხებს მალევე იქნება გადაჭრილი.

"ყველა პრობლემა რაც მოსახლეობას შეაწუხებს მალევე იქნება გადაჭრილი. მე თავად ვარ ამ უბნის მაცხოვრებელი და კარგად ვიცი რაც მათ აწუხებთ შესაბამისად, დაინტერესებული ვარ მათი მოგვარებით. მე მექნება მათთან მუდმივი კომუნიკაცია და ეტაპობრივად რა დახმარებაც დაჭირდებათ , მაქსიმალურად დავეხმარები მათ გადაჭრაში",  - განაცხადა იმედა საღინაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას.
Print