რეკლამა
პრემიერ-მინისტრმა გურიის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა (R)
FaceBook
პრემიერ-მინისტრმა, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ოზურგეთში, გურიის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობისთვის პარტიის სახელით, სამი კანდიდატი იბრძოლებს.

ოზურგეთის მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე იქნება; ლანჩხუთის - ალექსანდრე სარიშვილი, ხოლო ჩოხატაურის - ირაკლი კუჭავა.

მთავრობის მეთაურმა მერობის კანდიდატებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მათ სრულ ნდობას უცხადებს.

პრემიერ-მინისტრი მერობის კანდიდატებს საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში წარადგენს.
Print