რეკლამა
"ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში ჭიათურაში გაზიფიცირების პრობლემა სრულად მოიხსნება" - პაატა ნადირაძე (R)
FaceBook
"ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში ჭიათურაში გაზიფიცირების პრობლემა სრულად მოიხსნება. ბუნებრივი აირი ექნება ყველა სოფელს და ყველა ოჯახს", -ეს განცხადება ჭიათურის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მერობის კანდიდატმა პაატა ნადირაძემ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გააკეთა.

ჭიათურის მერობის კანდიდატი დღეს ვაჭევის თემის მოსახლეობას შეხვდა და წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. ასევე, მათთან ერთად იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელიც 4 წლის მანძილზე უნდა განხორციელდეს. პაატა ნადირაძეს ამომრჩევლებმა სოფლებში არსებული პრობლემები გააცნეს და იმედი გამოთქვეს, რომ კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში მათი მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება.

დღესვე, ჭიათურის მერობის კანდიდატმა მოსახლეობას საინფორმაციო ბროშურები დაურიგა.
Print