რეკლამა
გიორგი ჭიღვარიამ ძელქვიანის, ავტოქარხნისა და ავტომშენებლის ოლქის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები ამომრჩევლებს წარუდგინა (R)
FaceBook
ძელქვიანის, ავტოქარხნისა და ავტომშენებლის უბნის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ამომრჩევლებს "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისი მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ წარუდგინა.

როგორც მან ამომრჩევლებს განუმარტა "ქართული ოცნება" არის ხალხზე ორიენტირებული ხელისუფლება და შესაბამისად,  წარმოდგენილი კანდიდატებიც არიან ადამიანები, რომლებიც ჩართული იქნებიან ჩვენი თანაქალაქელების პრობლემების მოგვარებაში.

"ჩვენ ამბიცია გავაქვს გვქონდეს ძლიერი, ხალხთან დაახლოვებული და ქმედუნარიანი საკრებულო. ხალხის ყველა ტკივილი სწორედ მაჟორიტარებმა უნდა მოიტანონ ხელისუფლებასთან, რათა დროულად გადაიჭრას ის პრობლემები, რომელიც მოსახლეობას აწუხებს. თითოეულმა ჩვენგანმა კარგად უნდა გავაცნობიეროთ თუ რა არის თვითმმართველობა. ჩვენი გუნდისთვის თვითმმართველობა არის ხელისუფლება, რომელიც ყველაზე ახლოს დგას ხალხთან, ხოლო მაჟორიტარები არიან ის ხიდები, რომლებიც ხალხს და ხელისუფლებას კიდევ უფრო აახლოვებს ერთმანეთთან", - განაცხადა "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატმა ამომრჩეველთან შეხვედრისას.
Print