რეკლამა
სამტრედიელ ამომრჩეველს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი წარუდგინეს (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სამტრედიის მერობის კანდიდატი ვალერიანე ფოცხვერია დღეს, პარტიის რაიონული ორგანიზაციის ოფისის წინ, მხარდამჭერებს წარუდგინეს.
ღონისძიებას იმერეთის სახელწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატი გია მიქელაძე და ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კახიანი ესწრებოდა.

მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებსა და მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

"იმედი მაქვს, რომ ერთად გავიმარჯვებთ. მხარდაჭერის შემთხვევაში, გპირდებით, რომ გაცილებით მეტი გაკეთდება. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს გუნდსა და შტაბს დაუღალავი შრომისა და გვერდით დგომისთვის", - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

"ქართული ოცნების" ოფისის წინ შეკრებილ ამომრჩეველს სიტყვით გიორგი კახიანმაც მიმართა და განაცხადა, რომ ქვეყანაში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სამტრედიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"სამტრედიის მერობის კანდიდატი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქალაქს საკუთარი ხელი დაატყოს. ის ამ ურთულეს მისიას ძალიან ეფექტურად და პროდუქტიულად ასრულებს", - აღნიშნა გიორგი კახიანმა.
Print