რეკლამა
"გადაიჭრება ყველა ის საკითხი, რაც თქვენ გაწუხებთ" - პაატა ნადირაძე ადგილობრივებს შეხვდა (R)
FaceBook
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ჭიათურის მერობის კანდიდატი პაატა ნადირაძე ქვაციხის თემში შემავალი სოფლების: ქვაციხის, საკურწის, რცხილათისა და ბიღის მოსახლეობას შეხვდა და არსებულ პრობლემებს გაეცნო.

პაატა ნადირაძე ადგილობრივებს იმ პრიორიტეტებზე ესაუბრა, რომელიც სოფლის განვითარების თანმდევი პროცესია.

„ჩემი გამარჯვების შემთხვევაში მე ვიქნები ინიციატორი თემში აშენდეს საბავშვო ბაღი. გპირდებით, თქვენს სოფლებში გაუმჯობესდება საგზაო ინფრასტრუქტურა, გადაიჭრება წყლის პრობლემა და ყველა ის საკითხი, რაც თქვენ გაწუხებთ და რაც მნიშვნელოვანია“,- განაცხადა მერობის კანდიდატმა.
Print