რეკლამა
"ჩვენ კი ვიქნებით ის ხელისუფლება, რომელიც თქვენთან ერთად შევქმნის ძლიერ თვითმმართველობას" - გიორგი ჭიღვარია (R)
FaceBook
"თვითმმართველობა არის ხელისუფლება, რომელიც ხალხთან ყველაზე ახლოს დგას. ჩვენ კი ვიქნებით ის ხელისუფლება, რომელიც თქვენთან ერთად შევქმნის ძლიერ თვითმმართველობას ძლიერი საქართველოსთვის", -ეს განცხადება გიორგი ჭიღვარიამ წინასაარჩევნოდ გამართულ შეხვედრაზე გააკეთა, სადაც მან თანაქალაქელებს ნიკეას, საფიჩხიისა და ვაკის უბნის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. "ქართული ოცნება_ დემოკრატიული საქართველოს" მერობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება თვითმმართველობის როლზე და მნიშვნელობაზე გაამახვილა. გიორგი ჭიღვარიას განმარტებით თვითმმართველობა ძლიერი მაშინაა როცა ის ხალხზე და მათ ინტერესებზეა მორგებული.

-"საქართველოს სჭირდება ძლერი და განვითრებადი თვითმმართველობა. ამისთვის კი საჭიროა ხალხთან აქტიური მუშაობა და ქალაქისთვის პრიორიტეტული საკითხების მოსახლეობასთან ერთად მოგვარება. ქართული ოცნების მიერ შემუშავებული თვითმმართველობის რეფორმა კი არის იმის გარანტი, რომ ჩვენ შევძლებთ თვითმართველობა ძლიერ სახელისუფლებო რგოლად ჩამოვაყალიბოთ", -განაცხადა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ.

Print