რეკლამა
ჭიათურის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ პაატა ნადირაძე იქნება [R]
FaceBook
"ვიქნები ქალაქის ის მერი, რომელიც დიდ წვლილს შეიტანს ჭიათურის აღმშენებლობაში. მინდა, რომ ჩემი გამოცდილება მოვახმარო ჩემს ქალაქს. შევეცდები, ღირსეულად ვემსახურო ჭიათურას," - განაცხადა პაატა ნადირაძემ, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ჭიათურის მერობის კანდიდატად წარადგინა.

პაატა ნადირაძე აქამდე იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის პოზიციას იკავებდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი მხარდამჭერებს დღეს ქუთაისში შეხვდა და მათ იმერეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარუდგინა.


Print