რეკლამა
ენზელ მკოიანმა წინასაარჩევნო შეხვედრები რამდენიმე სოფლისა და ქალაქ ნინოწმინდის მოსახლეობასთან გამართა (R)
FaceBook
"ქართული ოცნება –დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატობის კანდიდატმა, ენზელ მკოიანმა მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართა.

იგი დიდი ხანჩალის, პატარა ხანჩალის, ჟდანოვაკანის, სამების, კათნატუს და ქალაქ ნინოწმინდის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრებს ესწრებოდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილიც.

ლევან დავითაშვილი და დეპუტატობის კანდიდატი შეხვედრის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის სფეროში დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრნენ და ყურადღება გაამახვილეს პროდუქციის რეალიზების ახალ შესაძლებლობებზე.

"სოფლის მეურნეობის პროგრამა მეოთხე წელია, წარმატებით მიმდინარეობს და გაგრძელდება მომავალშიც, ვიდრე სოფელი არ გაძლიერდება, გლეხი არ დადგება ფეხზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყანა ძლიერია ძლერი სოფლებით", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


Print