რეკლამა
ზაქარია ქუცნაშვილი ჩარგლის, გუდანის, როშკისა და ბარისახოს მოსახლეობას შეხვდა (R)
FaceBook
"ქართული ოცნებიდან" დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი ფშავ-ხევსურეთში იმყოფებოდა.

მაჟორიტარობის კანდიდატი ჩარგლის, გუდანის, როშკისა და ბარისახოს მოსახლეობას შეხვდა.

"ჩვენი მიზანია სოფლის ფეხზე დაყენება, სწორედ ამიტომ მივიღეთ "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კანონი" და დავაარსეთ მთის განვითარების ფონდი, დავიწყეთ როშკა-არხოტის დამაკავშირებელი 28.5 კმ გზის მშენებლობა. ავაშენებთ ჯუთა- როშკის ახალ გზას და სრულ რეაბილიტაციას გავუკეთებთ ჟინვალი - თვალივის დამაკავშირებელ გზის მონაკვეთს",-განახცადა ქუცნაშვილმა.

მისვიე თქმით, გვჭირდება მზარდი, განვითარებადი მთიანეთი და არა მხოლოდ ისეთი მთა, სადაც გზის, ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სისტემების არსებობით ვიამაყებთ.

"ჩვენ ამას თანმიმდევრული პოლიტიკით აუცილებლად შევძლებთ",-აღნიშნა ქუცნაშვილმა.
Print