რეკლამა
გრიგოლ ლილუაშვილი და ნოდარ ჯავახიშვილი ხონში მოსახლეობას შეხვდნენ (R)
FaceBook
ნოდარ ჯავახიშვილი, გრიგოლ ლილუაშვილის შუამდგომლობით, იმ სოფლების მოსახლეობას შეხვდა, რომლებსაც ინფრასტრუქტურული პრობლემები აქვთ.

რეგიონალური განვითარებისა და ინფარასტრუქტურის მინისტრი ხონში "ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გრიგოლ ლილუაშვილის შუამდგომლობით იმ სოფლების მოსახლეობას შეხვდა, რომლებსაც ინფრასტრუქტურული პრობლემები აქვთ.

ნოდარ ჯავახიშვილმა, მოსახლეობასთან ერთად, დაათვალიერა ყველა ის ადგილი, სადაც გარკვეული ტიპის სამუშაოებია ჩასატარებელი, კონკრეტულად კი ის გაეცნო სოფელ ძეძილეთის პრობლემას, სადაც ადგილობრივები ე.წ. ბონდის ხიდის რეაბილიტაციას ითხოვენ.

ნოდარ ჯავახიშვილმა, ასევე, დაათვალიერა სოფელ მათხოჯში მდინარე ცხენის წყლის სანაპირო, სადაც ნაპირსამაგრი სამუშაოებია ჩასატარებელი.

ტურისტული ინფრასრუქტურის გუმჯობესების მიზნით, გარკვეული სამუშაოები იგეგმება სოფელ გორდსა და კინჩხაში. ინფარასტრუქტურის მინისტრი "ქართული ოცნების" კანდიდატთან ერთად სოფელ ქუტირის მოსახლეობასაც შეხვდა, სადაც საკანალიზაციო სისიტემის პრობლემა აქვთ.

"ჩვენ შევხვდით ყველა იმ სოფლის მკვიდრს, რომლებსაც გარკვეული ინფრასტრუქტურული პრობელემები აქვთ, ასევე დავათვალიერეთ გორდისა და კინჩხის ტურისტული ინფრასტრუქტურა, სადაც მეორე ეტაპის სამუშაოების ჩატარებაა საჭირო. მინისტრი პირადად გაეცნო ყველა საკითხს და მოსახლეობამ მიიღო დაპირება, რომ აღნიშნული პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება," - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა შეხვედრების დასასრულს.


Print