რეკლამა
ოზურგეთში "ქართული ოცნების" მხარდასაჭერი კონცერტი მოეწყო (R)
FaceBook
ქალაქ ოზურგეთში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ მხარდამჭერი კონცერტი მოაწყო.

მასში მონაწილეობა თემო მჟავიამ, ფაქომ (ლევან გოგორელიანი), ნინი გოგიჩაიშვილმა, სალომე ბაკურაძემ, ნათია დუმბაძემ, ნუცა ბუზალაძემ, თიკა მახალდიანმა და "Funky House Band"-მა მიიღეს.

„ჩვენმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ოზურგეთისთვის ძალიან მაგარი კონცერტი მოაწყო. ჩვენ 8 ოქტომბერს აუცილებლად გავიმარჯვებთ და ოზურგეთი გადავა სწრაფი განვითარების ეტაპზე, რომელსაც ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს 9 ოქტომბრიდან ექნება მშვიდი, სტაბილური განვითარების შესაძლებლობა“ - განაცხადა კონცერტის დასრულების შემდეგ არჩილ თალაკვაძემ.

კონცერტის თანაორგანიზატორი ცნობილი ამერიკული კომპანია "Basla Productions" გახლდათ. ღონისძიება გრანდიოზული ფეირევერკით დასრულდა.







Print