რეკლამა
თეა წულუკიანი – შალვა არის ახალგაზრდა, დაუზარელი და საქმიანი (R)
FaceBook
"შალვა იყო იმერეთში მთელი ქართული ოცნების ახალგაზრდული მოძრაობების ორგანიზატორი. ეს არის ადამიანი, რომელიც არის დაუზარელი და საქმიანი".

ამ სიტყვებით მიმართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სოფელ მეორე სვირში შეკრებილ მოსახლეობას და ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, შალვა კიკნაველიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

"როდესაც ქუჩაში ვიდექით, აქციებს ვაწყობდით თქვენთან ერთად, შალვა იყო იმერეთში მთელი ქართული ოცნების ახალგაზრდული მოძრაობების ორგანიზატორი. ეს არის ადამიანი, რომელიც არის დაუზარელი და საქმიანი. დადებითი აქვს ასევე ის, რომ ახალგაზრდაა და უფრო მეტი ენერგია აქვს. მონდომებულია, რომ თავის რაიონს და მთლიანად იმერეთს აჩვენოს კარგი სახე საქართველოს პარლამენტში.

თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შალვასნაირი წარმომადგენელი გყავდეთ. ამ ადამიანს მთავრობაში, ქართულ ოცნებაში იცნობს ყველა. ის არ არის გუშინ შემომატებული წევრი. მას მიესვლება ყველგან, ყველა სამინისტროში და უწყებაში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა შეკრებილ საზოგადოებას მოუწოდა 8 ოქტომბერს ხმა მისცენ მომავალს და უარი უთხრან წარსულის დაბრუნებას.



Print