რეკლამა
კახა კალაძე - ახვალედიანისა და გვრამიას საუბრის ჩანაწერით გამოძიება უნდა დაინტერესდეს (R)
FaceBook
კახა კალაძე მიიჩნევს, რომ მამუკა ახვალედიანისა და ნიკა გვრამიას საუბრის ჩანაწერით გამოძიება უნდა დაინტერესდეს

პარტია "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერზე.

კახა კალაძემ სამარცხვინო უწოდა გვარამია-ახვლედიანის ჩანაწერის შინაარსს და იმ ფაქტს, რომ ეს ჩანაწერი თავად ნიკა გვარამიამ გააკეთა.

"მოვისმინეთ კიდევ ერთი სამარცხვინო აუდიო ჩანაწერი, რომელიც გვარამიას მიერ არის გაკეთებული და ამას თავადვე აღიარებს. ნამდვილად შემაშფოთებელია თავად საუბრის შინაარსი. პირდაპირ სთავაზობენ ქართამს კონკრეტულ პირს, თუ მიიღებს გადადგომის გადაწყვეტილებას და იტყვის, რომ თითქოს შანტაჟის გამო გადადგა. მე ვფიქრობ, რომ აქ სისხლის სამართლის დანაშაულები იკვეთება. შესაბამისი სამსახურები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ",-აღნიშნა კალაძემ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მთავარია თავად ჩანაწერის შინაარსი, რომლითაც საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერსედნენ.

"ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ექვს მილიონს, კონკრეტულ თანხას სთავაზობს კონკრეტულ ადამიანს, თუ გააკეთებდა შესაბამის განცხადებებს. ამიტომ, გამოძიება უნდა დაინტერესდეს კონკრეტულ საუბართან დაკავშირებით, ასევე, უნდა დაინტერესდეს, თუ როგორ განთავსდა ეს საუბარი ინტერნეტსივრცეში", - განაცხადა კახა კალაძემ.




Print