რეკლამა
"ქართული ოცნების" წევრებმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს (R)
FaceBook
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრებმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.

მათ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და განაცხადეს, რომ საქართველოს გამთლიანებისთვის ძალებს არ დაზოგავენ.

"27 სექტემბერი საქართველოს ისტორიაში უმძიმესი დღეა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათი სულები ყოველთვის ნათელში იყოს ჩვენი ქვეყნის სიძლიერით, განვითარებით", - განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ.

"ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს ჩვენი გმირები და ყველამ უნდა დავდოთ თითო აგური ჩვენი ქვეყნის გაძლიერებასა და გამთლიანებისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძე.


Print