რეკლამა
გოგი მეშველიანი სოფელ დარბაზის მოსახლეობას შეხვდა (R)
FaceBook
"ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი, გამგებლობის კანდიდატთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად, სოფელ დარბაზის მოსახლეობას შეხვდა.

კანდიდატი თანასოფლელებს ადგილობრივმა მცხოვრებმა, ჯალალ კარაევმა წარუდგინა, რომელმაც გოგი მეშველიანის მიერ გამგებლობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

“ეს ადამიანი არის ბოლნისელი, ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მუნიციპალიტეტს, იცის თითოეული სოფლის, დასახლების პრობლემა”, - აღნიშნა კარაევმა. შეხვედრაზე ადგილობრივებს საკრებულოს წევრმა ვუგარ ისაევმა და აბაი ფაშაევმა მიმართეს, რომლებმაც "ქართული ოცნების" მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრეს. "ქართული ოცნება" არის უალტერნატივო პოლიტიკური ძალა, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს არჩევნებში, უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში გააგრძელებს ძირეულ რეფორმებს ქვეყნის სწრაფი განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით”, - განაცხადა გოგი მეშველიანმა.

Print