რეკლამა
გედევან ფოფხაძე ასპინძის მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე ასპინძის მაღალმთიანი სოფლებში მოსახლეობას შეხვდა.

მასთან ერთად იმყოფებოდა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.

ისინი ასპინძის მაღალმთიანი სოფლების, გელსუნდას, თმოგვის, ნაქალაქევის, თოკის, ვარგავის, ხიზაბავრას და საროს მცხოვრებელებს შეხვდნენ.

გედევან ფოფხაძემ ამომრჩევლებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნი და ოთხწლიან მიღწევებზე ისაუბრა.

"მთის კანონი, რომელითაც მაღალმთიან სოფლები ისარგებლებენ, ასპინძის მუნიციპალიტეტზე სრულად ვრცელდება", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობის პრობლემებსაც გაეცნო.


Print