რეკლამა
გიორგი კოპაძემ ახალციხეში ამომრჩევლებს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა (R)
FaceBook
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კოპაძე ქალაქ ახალციხეში
ამომრჩევლებს შეხვდა.

ამჯერად კანდიდატი გორგასლის, მესხეთის, თამარაშვილის N5/N7, თამარაშვილის 31/33, თამარაშვილის ჩიხის და ფაბრიკის დასახლების ამომრჩევლებს შეხვდა.

გიორგი კოპაძემ დეტალურად ისაუბრა ქალაქში დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

„განხორციელებული ცვლილებებით და პროგრამებით, ჩვენი ქვეყანა სწორი განვითარების გზაზე დგას. „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარი თავისუფლებაა. თვისუფლების გარეშე მდგრადი და განვითარებული ეკონომიკა შეუძლებელია, სწრაფი განვითარებით ჩვენ მივაღწევთ კეთილდღეობას“, - განაცხადა „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი კოპაძემ.


Print