რეკლამა
არჩილ თალაკვაძე – რაგბი მხოლოდ სპორტი არ არის, რაგბი ჩვენი აწმყო და მომავალია (R)
FaceBook
"ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო"-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე ოზურგეთელ რაგბისტებს შეხვდა.

ოზურგეთის სარაგბო გუნდი "არწივები" II ლიგის გათამაშებაში იმყოფებიან და ხვალინდელი სეზონიდან პირველობისთვის იბრძოლებენ.

"რაგბი მხოლოდ სპორტი არ არის, რაგბი ჩვენი აწმყო და მომავალია. თამაში, რომელშიც მთავარია "ჩვენ" და არა "მე", თამაში სადაც გუნდი იმარჯვებს. დიდი სურვილი მაქვს რაგბის ოჯახის წევრი გავხდე და ერთად ბევრი გამარჯვება ავღნიშნოთ." - მიმართა "არწივებს" არჩილ თალაკვაძემ.

რაგბისტებმა არჩილ თალაკვაძესთან ერთად სიმბოლური ჰაუტი გაითამაშეს და გამარჯვების ლელო დადეს.


Print