რეკლამა
ქვემო ქართლის მაჟორიტარობის კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ (R)
FaceBook
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი, გოდერძი ჩანქსელიანი დიდი ირაგას, პატარა ირაგას,ჯიგრაშენის,ალექსეევკას,მენკალისისა და ჯვარას მაცხოვრებლებს შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ადგილობრივები ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტებით კმაყოფილები არიან.

"სოფლებთან მისასვლელი გზები მოხრეშილია,სტიქიისგან დანგრეული ხიდები შეკეთებულია. აჭარიდან და სვანეთიდან ჩამოსახლებული ადამიანების პრობლემა დაუმტკიცებელი და გადაუფორმებელი სახლებია,მე გპირდებით რომ არჩევნების დამთავრების შემდგომ ეს სახლები თქვენს მფლობელობაში გადმოვა,მთავრობის დადგენილებით ეს პროექტი უკვე ძალაშია და ეტაპობრივად ხორციელდება. ჩვენი პარტია და მთავრობა ორიენტირებულია ადამიანებზე,თქვენი არცერთი პრობლემა არ დარჩება ყურადღების მიღმა",-განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა, გოდერძი ჩანქსელიანმა.

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი, სავალან მირზოევი ნაზარლოსა და ჯანდარის სოფლების ამომრჩეველს შეხვდა.

შეხვედრაზე სავალან მირზოევმა ადგილობრივებს სასწავლო წლის მოახლოებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მიაწოდა ინფორმაცია, რომ სასკოლო სახელმძღვანელოები კვლავ უფასო იქნება. ამასთან, გაგრძელდება უფასო ჯანდაცვის პროგრამები და სახელწმიფოს მიერ დაწყებული არაერთი პროგრამა.

სავალან მირზოევი მოსახლეობას მიწის რეფორმის შესახებაც ესაუბრა და მათ რეგისტრაციის გამარტივებული წესის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
Print