რეკლამა
ლევან გოგიჩაიშვილი - დღეს საქართველოს სტაბილური ქვეყნის რეპუტაცია აქვს (R)
FaceBook
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს მე-6 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
დოლიძის, იოსელიანის და ბალანჩივაძის ქუჩების მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატმა "ქართული ოცნების" სამომავლო გეგმებისა და ხედვების შესახებ ესაუბრა.

"ქართულმა ოცნებამ" სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკით მოახერხა შედეგის მიღწევა; დღეს საქართველოს სტაბილური, უსაფრთხო ქვეყნის რეპუტაცია აქვს.

"ქართული ოცნების" სწორედ ამ პრაგმატული პოლიტიკით მოხერხდა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერა, რამაც 500 მილიონიანი ევროპული ბაზარი გაგვიხსნა 28 ქვეყანასთან. გაღრმავდა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გაიზარდა აშშ-ის მთავრობის დახმარება საქართველოსთვის ეკონომიკის, უსაფრთხოების, განათლების და მეცნიერების სფეროებში. გაფორმდა ამერიკა - საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი.

"ქართული ოცნება" არის ერთადერთი უალტერნატივო გუნდი, რომელმაც დაამტკიცა, რომ შეუძლია სწორად მართოს ქვეყანა.

დღეს ჩვენ მეტი გამოცდილება გვაქვს და მეტი ნდობა საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ შეგვიძლია სწრაფი განვითარებით მივაღწიოთ მეტ კეთილდღეობას საქართველოში," -განაცხადა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს მე-6 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა.

Print