რეკლამა
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურჯაანში რთველი 2016-ის მიმდინარეობას გაეცნო (R)
FaceBook
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი რთველი 2016-ის მიმდინარეობას გაეცნო.

მან გურჯაანში და სოფელ ჭანდარში არსებული ღვინის ქარხნები მოინახულა და მათი მზადყოფნა შეამოწმა.

პირველი შეხვედრა დავით სონღულაშვილმა ჭანდარში მდებარე ღვინის ქარხანაში გამართა, ჭანდრის ღვინის ქარხანა მზადაა სრული დატვირთვით იმუშაოს და მოსახლეობისაგან მაქსიმალურად მეტი ყურძენი ჩაიბაროს. ქარხნის დირექტორმა გია ზაკალაშვილმა, დავით სონღულაშვილს პირადად გააცნო ქარხანაში არსებული სიტუაცია.

შემდეგი შეხვედრა კოტეხში მდებარე შპს "ძმები დუგლაძეების ღვინის ქარხანაში" გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრას, დავით სონღულაშვილთან ერთად, თელავის დაყვარლის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი სესიაშვილიც ესწრებოდა. კანდიდატებმა მომუშავე პერსონალს რთველის სეზონის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს, შემდეგ კი ყურძნის დაწურვის პროცესში მიიღეს მონაწილეობა. კოტეხის ღვინის ქარხანას წლევანდელი სეზონისთვის რეაბილიტაცია ჩაუტარდა და რთველი 2016-სთვის 100%-ით მზადაა.

აღსანიშნავია, რომ რთველი 2016 გასულ წლებთან შედარებით, ყველაზე კარგად ორგანიზებულია. მუნიციპალიტეტში არსებული ღვინის ქარხნები სრული დატვირთვით მუშაობენ რათა მოსახლეობისაგან რაც შეიძლება მეტი ყურძენი ჩაიბარონ და რთველიც წარმატებულად დასრულდეს. გურჯაანის შტაბში განთავსებული იქნება მობილური ჯგუფები, რომლებიც მყისიერ რეაგირებას მოახდენენ ნებისმიერ შეტყობინებაზე. მათ მჭიდრო კონტაქტი ექნებათ რთველი 2016-ის ცენტრალურ შტაბთანაც, ისინი ერთობლივად იმუშავებენ რთველის პროცესის წარმატებით ჩატარებისთვის.



Print