რეკლამა
გოდერძი ჩანქსელიანმა მოსახლეობას პარტიის სამომავლო გეგმები გააცნო (R)
FaceBook
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი, გოდერძი ჩანქსელიანი ამომრჩევლებს ამჯერად თეთრიწყაროს ცენტრალურ პარკში შეხვდა.

სიტყვით გამოსვლისას მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას პარტიის სამომავლო გეგმები გააცნო. ასევე, ისაუბრა ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებზე-საყოველთაო დაზღვევის პაკეტზე, ც-ჰეპატიტის უფასო მკურნალობასა და გაზიფიცირებაზე.

ამასთან, როგორც გოდერძი ჩანქსელიანმა განაცხადა, წყლის პრობლემა,რომელიც წლებია განსაკუთრებით აწუხებს ამ რეგიონს, აუცილებლად გადაიჭრება.

"ყველა საკითხი, თქვენი გვერდში დგომით, ერთსულოვნებით, აუცილებლად შესრულდება",-აღნიშნა მაჟორიტარობის კანდიდატმა.

თეთრიწყაროს ცენტრალურ პარკში გოდერძი ჩანქსელიანის მხარდასაჭერად კონცერტი გაიმართა.


Print