რეკლამა
წინასაარჩევნო შეხვედრები გურიაში (R)
FaceBook
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ამომრჩეველთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ.

„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე ოზურგეთელ სპორტსმენებს და მწვრთნელებს შეხვდა.
„თქვენ პასიურ ცხოვრებას და უიმედობას ხელი გადაუწიეთ; არა ერთი მოწინააღმდეგე დადეთ ბეჭებზე. სპორტი ყველასათვის უფრო მეტად უნდა გახდეს ხელმისაწვდომი და მაგალითის მიცემა თქვენ შეგიძლიათ“ - მიმართა არჩილ თალაკვაძემ ოზურგეთელ სპორტსმენებს.

"ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობისკანდიდატმა აღნიშნა, რომ სპორტის სფეროში საჭიროა ინფრასტრუქტურის განვითარება, სპორტსმენების მოტივირება და მაქსიმალური მხარდაჭერა.

შეხვედრას, ასევე დაესწრო კალათბურთში არჩილ თალაკვაძის პირველი მწვრთნელი გურამ ლომაძე, რომელმაც კანდიდატს გამარჯვება, კარიერული წინსვლა და წარმატებები უსურვა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების შუხუთისა და მამათის ამომრჩეველს შეხვდა.

"ქართულიოცნება - დემოკრატიულისაქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ჭკუასელი. შეხვედრაზე ძირითადად ისაუბრეს 4 წლის მანძილზე განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც რეალურად დადებითად აისახა მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე.

მოიწონეს ჯანდაცვისა და საყოველთაო დაზღვევის ახალი სისტემა, აღნიშნეს, რომ სოფლებში განხორციელდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები. ისიც აღინიშნა, რომ რეალურად გრძნობენ დემოკრატიის ხარისხის ზრდას. მათ საშუალება აქვთ თავისუფლად გააკეთონ არჩევანი. იმისათვის, რომ დაწყებული კურსი უცვლელი დარჩეს, დადაგეგმილი პროექტები წარმატებით განხორციელდეს მომავალ არჩევნებში თემურ ჭკუასელს სრული მხარდაჭერა აღუთქვეს.




Print