რეკლამა
კახა კალაძე – ვუსამძიმრებთ იტალიას, ჩემს საყვარელ მშობლიურ სახლად ქცეულ ქვეყანას (R)
FaceBook
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე იტალიელ ხალხს უსამძიმრებს.

"დღეს იტალიის რესპუბლიკაში გლოვობენ. საშინელმა მიწისძვრამ იმსხვერპლა რამდენიმე ქალაქი - არის ნგრევა, არის მსხვერპლი. სტიქიამ არ იცის გარჩევა დიდის და პატარის, ქალის და ბავშვის... არ ინდობს რასის და რელიგიის მიხედვით.

ჩვენ უძლურები ვართ ბუნებრივი კატაკლიზმების წინაშე. ჩვენ ვგლოვობთ იტალიის მოსახლეობასთან ერთად! ვუსამძიმრებ ყველას, ვისი ახლობელი, ოჯახის წევრი, ნაცნობი თუ მეგობარი შეეწირა მიწისძვრას. ვუსამძიმრებთ იტალიას, ჩემს საყვარელ მშობლიურ სახლად ქცეულ ქვეყანას! ვუსამძიმრებ იტალიელ ხალხს, მთავრობას. ვიზიარებ ამ დიდ მწუხარებას," - აცხადებს კახა კალაძე.

იტალიაში 27 აგვისტო ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა. ბოლო მონაცემებით, იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 278 ადამიანი დაიღუპა, თითქმის 400 ჰოსპიტალიზებულია.

6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა იტალიაში 2016 წლის 24 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 03:36 საათზე მოხდა.
Print