რეკლამა
თემურ ჭკუასელი ლანჩხუთში ამომრჩევლებს შეხვდა (R)
FaceBook
ჩოხატაურისა და ლანჩხუთის "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ჭკუასელმა შეხვედრები გამართა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების ხაჯალია, ნიგვზიანი და არჩეულის მოსახლეობასთან.

შეხვედრაზე განიხილეს პროექტები რომლებიც სოფლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ისაუბრეს ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების აუცილებლობაზე, გაზიფიცირების, გარე განათების, ტყით სარგებლობის უფლების მოწესრიგებაზე. აღინიშნა, რომ აუცილებელია სოციალური პროექტების გაღრმავება.

„მე ვიქნები თქვენი ხმა პარლამენტში, გპირდებით რომ ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნები და მაქსიმალურად ვეცდები მოვაგვარო ყველა ის პრობლემა, რომელიც ამ წუთისთვის გაწუხებთ, გაგრძელდება ყველა ის პროექტი რომელიც 4 წლის წინ სოფლის ხელშეწყობის მიზნით ქართულმა ოცნებამ დაიწყო, სოფელი უნდა გახდეს ძლიერი, ამისთვის მე ყველაფერს გავაკეთებ“- განაცხადა ამომრჩეველთან შეხვედრაზე ჩოხატაურისა და ლანჩხუთის ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ჭკუასელმა


Print