რეკლამა
"ქართული ოცნების" საბურთალოს ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ამომრჩეველთან შეხვედრებს აგრძელებს (R)
FaceBook
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს N6 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი ამომრჩეველთან აქტიურ შეხვედრებს აგრძელებს.

ლევან გოგიჩაიშვილმა დოლიძის, გამსახურდიას, პეკინის და ნასიძის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

"იცოდეთ, მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ეცდება ყველა პრობლემა გაითავისოს და შესაძლებლობების ფარგლებში მოაგვაროს,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მან ამომრჩეველთან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

"ჩვენი ამოცანაა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, მეტი ადამიანის დასაქმება და მოქალაქეების ინტერესებზე მორგებული სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები. ჩვენ უკვე შევქმენით სწორი განვითარებისთვის საჭირო თავისუფალი გარემო, რაც მეტი კეთილდღეობის მომტანია," - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
Print