რეკლამა
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგიური სამსახური — გულის ჯანმრთელობაზე ზრუნვა თანამედროვე სტანდარტებით!
FaceBook
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მაღალი სტანდარტის, უსაფრთხო და სრულფასოვან კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ სერვისს.

ჰოსპიტალში გეგმიური და გადაუდებელი კარდიოლოგიური დახმარების მიღება შესაძლებელია 24-საათიან რეჟიმში, რაც გულისა და სისხლძარღვთა დაავადებების დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას უზრუნველყოფს.

ცენტრში ხელმისაწვდომია კარდიოლოგიური დიაგნოსტიკის სრული სპექტრი, როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ რეჟიმში. ჰოსპიტალი აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებითა და უახლესი აპარატურით, რაც უზრუნველყოფს ზუსტ დიაგნოსტიკასა და ეფექტურ მკურნალობას.

შეგიძლიათ ჩაიტაროთ სრული კარდიოლოგიური დიაგნოსტიკა:
ელექტროკარდიოგრაფია;
დატვირთვის ელექტროკარდიოგრაფია (ტრედმილი);
ხანგრძლივი ელექტროკარდიოგრაფია (ჰოლტერი);
კარდიოექოსკოპია;
დატვირთვის ექოკარდიოგრაფია;
არტერიული წნევის 24-საათიანი მონიტორინგი;
გულ-მკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია;
ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია (ზონდის გადაყლაპვით);

კორონაროგრაფია (გულის მკვებავი სისხლძარღვების გამოკვლევა, როგორც ხელიდან, ისე ბარძაყის არედან მიდგომით).

გარდა დიაგნოსტიკური სერვისებისა, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში ხელმისაწვდომია კარდიოქირურგიული ოპერაციების სრული სპექტრი, რაც პაციენტებს ერთ სივრცეში სრულყოფილი მკურნალობის შესაძლებლობას აძლევს — დიაგნოსტიკიდან ქირურგიულ ჩარევამდე.

დასაჯავშნად დარეკეთ: 0431 20 80 80

მისამართი: ქუთაისი, ჯავახიშვილის ქუჩა №83ა

მეტი ინფორმაციისთვის და სიახლეების გასაგებად გამოიწერეთ ჰოსპიტლის ოფიციალური გვერდი: https://www.facebook.com/WestGeorgiaMedicalCenter
Print