რეკლამა
ნევროლოგიური სერვისები დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში — თანამედროვე მიდგომები ნერვული სისტემის ჯანმრთელობისთვის
FaceBook
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნევროლოგიური მიმართულება უზრუნველყოფს თავის ტვინისა და ნერვული სისტემის დაავადებების სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად.
მულტიდისციპლინური გუნდი პაციენტებს სთავაზობს ინდივიდუალურად მორგებულ სამედიცინო ზრუნვას, უახლესი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე კლინიკური მეთოდების გამოყენებით.

ნევროლოგიური მიმართულების ფარგლებში წარმატებით მიმდინარეობს შემდეგი დაავადებების დიაგნოსტიკა და მართვა:


თავის ტვინისა და სისხლძარღვოვანი დაავადებები;
ქალა-ტვინის ტრავმები;
ვერტებროლოგიური პრობლემები;
ნევროლოგიური ფსიქოსომატური დარღვევები;
პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები და სხვა ნევროლოგიური პათოლოგიები.

ცენტრში ფუნქციონირებს ამერიკის საერთაშორისო აკრედიტაციის კომისიის (AACI) მიერ სერტიფიცირებული ინსულტის მართვის ცენტრი, სადაც ინსულტის მკურნალობა ხორციელდება თანამედროვე მტკიცებულებებზე დაფუძნებული პროტოკოლებით. კერძოდ, ინსულტის პირველივე ნიშნებისას პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია მაღალტექნოლოგიური მკურნალობის მეთოდები, მათ შორის: თრომბოლიზისი და თრომბექტომია.

ნევროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელია პროფესორი თამარ ჯანელიძე — ევროპის ინსულტის ორგანიზაციის წევრი და 16-წლიანი გამოცდილების მქონე ნევროლოგი. მას გავლილი აქვს კვალიფიკაციის ამაღლების კურსები ევროპის წამყვან სამედიცინო ცენტრებში — ნიდერლანდებში, გერმანიაში, დანიაში, ჩეხეთსა და ესპანეთში. ინსულტის მართვის მიმართულებით პრაქტიკული სწავლება მიღებული აქვს გერმანიაში, ქალაქ უნას ევანგელისტურ კლინიკაში.

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი - სრულყოფილი ზრუნვა, ერთი არჩევანი!

ვიზიტის დასაჯავშნად: 0431 20 80 80
მისამართი: ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. N83ა
მეტი ინფორმაციისთვის და სიახლეების გასაგებად გამოიწერეთ ოფიციალური გვერდი: https://www.facebook.com/WestGeorgiaMedicalCenter
Print