ონლაინ შოპინგი სულ უფრო პოპულარული ხდება, ხოლო პროდუქციის ფართო
არჩევანი შოპინგის პროცესს უფრო კომფორტულსა და სწრაფს ხდის. თუმცა,
ასორტიმენტის ზრდასთან ერთად იმატებს რისკიც, რომ შეძენილი პროდუქტი
მოლოდინებს ვერ გაამართლებს.
იმისათვის, რომ შენაძენმა ნამდვილად გაგვახაროს, მნიშვნელოვანია
ვიცოდეთ, როგორ შევაფასოთ ინტერნეტში პროდუქციის ხარისხი სწორად.
საქართველოში წარმოდგენილი საერთაშორისო ონლაინ პლატფორმები
მომხმარებლებს გააზრებული არჩევანისთვის მრავალ ინსტრუმენტს
სთავაზობენ. მათი გამოყენებით შესაძლებელია წარმატებული შენაძენის
შანსის მნიშვნელოვნად გაზრდა.
პირველი, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ, არის პროდუქტისა და
სელერის რეიტინგი. შეფასებები რეალური მომხმარებლების გამოცდილების
საფუძველზე ყალიბდება და საშუალებას იძლევა წინასწარ გავიგოთ, რა
ხარისხის პროდუქციას მივიღებთ. რაც უფრო მაღალია რეიტინგი და რაც მეტი
შეფასებაა, მით უფრო მაღალია ალბათობა, რომ პროდუქტი აღწერას
შეესაბამება. ასევე მნიშვნელოვანია თავად სელერის რეიტინგი —
მომწოდებლის სანდოობა არჩევისას ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორია. ამასთან,
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მაჩვენებელი აბსოლუტური არ არის და
დადებითი კომენტარების დიდი რაოდენობაც კი არ იძლევა ხარისხის სრულ
გარანტიას. გარდა ამისა, ახალ სელერებს ობიექტურად ჯერ ვერ ექნებათ
მაღალი რეიტინგი დიდი რაოდენობის შეფასებების საფუძველზე, რაც ცხადია,
არ ნიშნავს იმას, რომ მათ უნდა ავარიდოთ თავი.
არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს მომხმარებელთა შეფასებები,
რომლებიც საშუალებას გვაძლევს პროდუქტი დავინახოთ იმ ადამიანების
თვალით, ვისაც ის უკვე შეძენილი აქვს. ფოტოები, დეტალური აღწერები,
მოლოდინებისა და რეალობის შედარება — ეს ყველაფერი ხელს უწყობს
პროდუქტის შესახებ სრულყოფილი წარმოდგენის ჩამოყალიბებას. რაც უფრო
დეტალურია შეფასება, მით უფრო მაღალია მისი ღირებულება. ბევრი
მომხმარებელი აქტიურად უზიარებს საკუთარ გამოცდილებას სხვებს, რაც
ხარისხიანი პროდუქტების შერჩევას მნიშვნელოვნად ამარტივებს.
სამწუხაროდ, არაკეთილსინდისიერი შეფასებებიც არც ისე იშვიათია —
ონლაინ პლატფორმების უმეტესობაზე არსებობს მათი გამოვლენისა და წაშლის
მექანიზმები, თუმცა თავად მომხმარებელიც არ უნდა ენდოს სხვა
მომხმარებლების შეფასებებს 100%-ით, რადგან პრეტენზიები ხშირად
სუბიექტურია. ასევე ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ტრადიციულად,
მომხმარებლები უფრო ხშირად ტოვებენ ნეგატიურ შეფასებებს, ვიდრე
პოზიტიურს.
პროდუქტის აღწერა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია არჩევის
პროცესში. აუცილებელია ყველა მახასიათებლის ყურადღებით შესწავლა:
მასალა, შემადგენლობა, ტექნიკური პარამეტრები, ზომები (რაც
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტანსაცმლისა და თეთრეულის შემთხვევაში,
რადგან სხვადასხვა ქვეყანაში ზომების ცხრილი მნიშვნელოვნად შეიძლება
განსხვავდებოდეს და მომხმარებლისთვის დამაბნეველი იყოს). დეტალური და
მკაფიო აღწერები საშუალებას იძლევა რამდენიმე ვარიანტი შევადაროთ
ერთმანეთს და შევარჩიოთ ყველაზე შესაფერისი. განსაკუთრებული ყურადღება
უნდა მიექცეს ფოტოებსაც — მაღალი ხარისხის სურათები სხვადასხვა
რაკურსიდან საშუალებას გვაძლევს პროდუქტი მაქსიმალურად დეტალურად
დავათვალიეროთ.
ძიების დასაზუსტებლად და დაუფიქრებელი შენაძენების თავიდან
ასარიდებლად მოსახერხებელია საძიებო ფილტრების გამოყენება. ისინი
საშუალებას იძლევა სწრაფად დავახარისხოთ პროდუქტები ფასის, ბრენდის,
რეიტინგის, ზომის, ფერის, მასალისა და ათეულობით სხვა, ზოგჯერ არცთუ
აშკარა კრიტერიუმის მიხედვით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდ
მარკეტფლეისებზე, სადაც არჩევანი მილიონობით პოზიციას შეიძლება
მოიცავდეს. ფილტრების გონივრული გამოყენება ზოგავს დროს და ამარტივებს
მართლაც ხარისხიანი პროდუქციის პოვნას.
არანაკლებ მნიშვნელოვანია შესყიდვის პირობების გათვალისწინება:
დაბრუნების, გაცვლის შესაძლებლობა და გარანტიის არსებობა. ეს
განსაკუთრებით აქტუალურია ტექნიკის, ელექტრონიკისა და ტანსაცმლის
შემთხვევაში. მაგალითად, ვაილდბერიზის მარკეტფლეისზე
გათვალისწინებულია დაბრუნების მოსახერხებელი მექანიზმები, რაც არჩევის
პროცესს საკმაოდ კომფორტულს ხდის, ხოლო პირველი შენაძენის შემდეგ
შესაძლებელი ხდება შემდგომი გადახდა — ანუ, მაგალითად, შეკვეთილი
ტანსაცმლის საფასურის გადახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოიზომავთ და
დარწმუნდებით, რომ ის ნამდვილად გერგებათ. ვაილდბერიზის შეკვეთების
გაცემის პუნქტებში მოწყობილია გასახდელები, რაც ადგილზე მნიშვნელოვნად
ამარტივებს იმ პროდუქციის დაბრუნებას, რომელიც არ მოგერგოთ
(მიუხედავად იმისა, რომ კანონით მომხმარებელს ამისთვის 14 დღე
აქვს).
ფასების შედარებაც გვეხმარება პროდუქტის ხარისხის განსაზღვრაში. თუ
ფასი საშუალო საბაზრო მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად დაბალია, საჭიროა
აღწერისა და შეფასებების განსაკუთრებული სიფრთხილით შესწავლა. ხშირად
დაბალი ფასი ფასდაკლების შედეგია, თუმცა შესაძლოა მიუთითებდეს დაბალ
ხარისხზე ან დეფექტზეც. ფასების შედარების გონივრული მიდგომა ხელს
უწყობს დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების არიდებასა და ისეთი პროდუქტის
შერჩევას, რომელიც რეალურად იმსახურებს გადახდილ თანხას.
და ბოლოს, ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება ბრენდს. ცნობილი მწარმოებლები
აფასებენ საკუთარ რეპუტაციას და სთავაზობენ მომხმარებლებს პროდუქციას,
რომლის ხარისხიც დროით არის დამტკიცებული. ეს განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია კოსმეტიკის, ტანსაცმლისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის
არჩევისას. მსხვილ ონლაინ პლატფორმებზე წარმოდგენილია როგორც
საერთაშორისო, ისე ლოკალური ბრენდების ფართო არჩევანი, რაც საშუალებას
იძლევა მოვარგოთ პროდუქტი ნებისმიერ გემოვნებასა და ბიუჯეტს.
მაგალითად, ვაილდბერიზის სპეციალურ განყოფილებაში „ბრენდები“
წარმოდგენილია ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ცნობილი
მწარმოებლების პრემიუმ ბრენდები.
ონლაინ შოპინგისადმი გონივრული მიდგომა მომხმარებლებს საშუალებას
აძლევს მიიღონ ნამდვილი სიამოვნება შენაძენებისგან და თავიდან აირიდონ
არასასიამოვნო სურპრიზები. ონლაინ მაღაზიების უპირატესობების
გამოყენებით და პროდუქციის ხარისხის მნიშვნელოვან ასპექტებზე
ყურადღების გამახვილებით, მომხმარებლები მარტივად პოულობენ სწორედ
იმას, რაც მათ საჭიროებებს აკმაყოფილებს. საქართველოში მოქმედი ონლაინ
პლატფორმები სთავაზობენ ყველაფერს, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ
არჩევისა და შეძენის პროცესი იყოს მარტივი, სანდო და სასიამოვნო.
მასალის გამოყენების პირობები