რეკლამა
პროექტი "გააუმJOBესე შენი მომავალი " (R)
FaceBook
პროექტის  „გააუმJOBესე შენი მომავალი“  მიზანია წვლილი შეიტანოს ქუთაისელი ახალგაზრდების ეკონომიკურად გაძლიერებასა და დასაქმების ხელშეწყობაში.
პროექტი ქუთაისის მერიის ახალგაზრდული ინიციატივების პროგრამის ფარგლებში "სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის ცენტრის" მიერ ხორცილდება და მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს ქუთაისში მხცოვრებ ან სასწავლო მიზნით მყოფ 20 ახალგაზრდას გაიძლიერონ ის უნარ–ჩვევები, რაც მათი ეკონომიკური და დასაქმების პერსპექტივების ზრდას ხელს შეუწყობს.

ეს კი აქტივობებით არის გამიზნული: პირველ ეტაპზე, პროექტში ჩართული 20 ახალგაზრდა გაივლის 5 დღიან ტრენინგს SIYB პროგრამის „დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი" მიხედვით, შემდეგ ეტაპზე ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება ჩაერთონ სამეწარმეო კარიერის და პიროვნული უნარების განვითარების კურსში, ხოლო დასკვნით ეტაპზე ისინი შეხვდებიან როგორც ქალაქის, ასევე ქვეყნის მასშტაბით წარმატებულ მეწარმეებს მათი საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებისათვის.

ტრენინგის "დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი" მეშვეობით მონაწილეებს ექნება საშუალება განივითარონ ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისათვის აუცილებელი კომპეტენციები. ტრენინგის ამ ნაწილს წარუძღვება მაკა ცერცვაძე - SIYB პროგრამის “ დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი" სერტიფიცირებული ტრენერი (ILO).

“ტრენინგის მიზანია დამსწრეებმა შეძლონ ბიზნეს იდეების გენერირება და მათგან საუკეთესოს არჩევა. ასევე მარკეტინგული გეგმის შემუშავება, ფინანსური გეგმის შედგენა და ბიზნეს გეგმის დაწერა. ტრენინგის მსვლელობისას, მონაწილეებს ასევე ექნებათ საშუალება გაეცნონ საქართველოში არსებულ ეკო–სისტემას, არსებულ საგრანტო პროგრამებს და დაფინანსების წყაროებს",
-  ამბობს ტრენერი მაკა ცერცვაძე.


პროექტის შემდეგად მონაწილეები განივითარებენ პიროვნული უნარ-ჩვევებს და განსაზღვრავენ სამეწარმეო სტრატეგიას, რომელიც სამეწარმეო კარიერის დაგეგმვისა და განვითარების მიმართულებით არის საჭირო.
ტრენიგნის ამ ნაწილს გაუძღვება HR პროფესიონალთა ასოციაციის მიერ განხორციელებული “Career Consulting Certification Program”_ის აკრედიტირებული კარიერის კონსულტანტი/ტრენერი მარიამ ედიბერიძე.

“სამეწარმოე კარიერის დაწყების პროცესში მნიშვნელოვანია მოვახდინოთ საკუთარი თავის დიაგნოსტირება, თვალსაწიერის გაფართოება, საკუთარ თავში პოტენციალის აღმოჩენა, გააზრებული მიზნების და გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ქმნის ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან დოვლათს და გაუმჯობესებას”, - ამბობს კარიერის კონსულტანტი მარიამ ედიბერიძე.

„ჩვენი პროექტი იმით არის გამორჩეული, რომ ახალგაზრდები სწავლობენ, როგორც ბიზნეს გეგმების წერას ასევე კარიერული კონსულტანტის , მხარდაჭერით იმუშავებენ საკუთარ თავზე და განივითარებენ პიროვნულ უნარებს, რომელიც სამეწარმეო საქმიანობის პროცესში ძალიან მნიშვენლოვანია. მე თვითონაც მეწარმე ვარ და ზუსტად ვიცი ჩემი გამოცდილებიდან ყველაზე მნიშვენლოვანია ისეთი უნარები,რომელიც ახალგაზრდებს დაეხმარებათ საკუთარი ბიზნეს საქმიანობის გააზრებულად კეთებაში, წარმოჩენაში, საჭირო კონტაქტების მოძიებაში და სამეწარმეო პროცესებში გამოვლენილი წინააღმდეგობების დაძლევაში", -  განმარტავს სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის ცენტრის ხელმძღვანელი და პროექტის „გააუმJOBესე შენი მომავალი“ ბიზნეს-ტრენერი შალვა ჯინჭარაძე.


Print