რეკლამა
კერხერის ოფიციალური პირველი მაღაზია ქუთაისში - რა სიურპრიზები ელით მომხმარებლებს? (R)
FaceBook
კომპანია „კერხერი“ გერმანული საოჯახო ბიზნესია, რომელიც შეიქნა ალფრედ კერხერის მიერ 1935 წელს და უკვე მრავალი წელია აწარმოებს მაღალი წნევით სარეცხს აპარატებს და დასუფთავების ტექნიკას, რომელიც აღიარებული ლიდერია მსოფლიოში თავისი ხარისხით.

კომპანია პროდუქციას ყიდის 150-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, სადაც ქართული წარმომადგენლობა ფუნქციონირებს 2016 წლიდან.

დღეისთვის კერხერ-საქართველოს აქვს 3 ფილიალი საქართველოს მასშტაბით, რომელიც მდებარეობს თბილისში ა. ბელიაშვილის #167 და ვაჟა-ფშაველას #4-ში, ხოლო ბათუმში ლ. ასათიანის #51 ნომერში.

პირველ მარტს კი ქუთაისში, შოთა რუსთაველის #96-ში გაიხსნება ახალი კერხერ-ცენტრი სადაც, გარდა საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური დასუფთავების ტექნიკის შეძენისა, კომპანია მომხმარებელს შესთავაზებს, როგორც პროფესიონალური, ისე საყოფაცხოვრებო პროდუქციის შეკეთების მომსახურებას, საგარანტიო და არასაგარანტიო პირობებით.

კომპანია „კერხერი“, მომხმარებლებს პირველ მარტს ქუთაისში, რიგით მე-4 ფილიალის გახსნაზე ეპატიჟება, სადაც ისინი სასურველი საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და აქსესუარების შეძენას 20%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. ქუთაისის კერხერ-ცენტრში მათ დახვდებათ მაღალი ხარისხის დასუფთავების ტექნიკა: მტვერსასრუტები, იატაკის მოსაწმენდი და ორთქლის აპარატები, მაღალი წნევით რეცხვის აპარატები, მინის საწმენდი აპარატები, ელექტრო და მექანიკური ცოცხები და ბაღის მოვლის ტექნიკა.

გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ბარათაშვილის თქმით, ქუთაისი დიდი პოტენციალის მატარებელი მხარეა.

„ქუთაისი და ზოგადად, იმერეთის რეგიონი ძალიან საინტერესო და დიდი პოტენციალის მატარებელი მხარეა, რომელიც მუდმივად ვითარდება. ჩვენ გვჯერა, რომ ბიზნესის ინტერესი ქუთაისის მიმართ, კიდევ უფრო განავითარებს ქალაქსა და რეგიონს და ამ პროცესში ჩვენც შევიტანთ წვლილს.

მოლოდინები პოზიტიურია და გვჯერა, რომ ჩვენს სერვისებს და ინოვაციურ პროდუქტებს ზედმიწევნით გავაცნობთ იმერეთის მოსახლეობას და ბიზნესს“, - განმარტა „კერხერის“ ქართული წარმომადგენლობის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ბათირაშვილმა.

„კერხერ-საქართველო“ ქუთაისის მაცხოვრებლებს ასევე შესთავაზებს პროფესიონალური აპარატების შეკეთების სერვისს ადგილზე გამოძახებით. კომპანიის ცხელი ხაზის ნომერია: 032 238 03 06, ხოლო მიმდინარე აქციების ნახვა ყოველთვის შესაძლებელია ოფიციალურ ფეისბუქის გვერდებზე:

საყოფაცხოვრებო აპარატები: https://www.facebook.com/karcher.ge

პროფესიონალური აპარატები: https://www.facebook.com/karcherprofessional.Georgia

Print