რეკლამა
ისწავლე, დასაქმდი, მიიღე დაფინანსება - პროექტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის (R)
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტისა და სუპერმარკეტების ქსელ „დეილის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში მემორანდუმი გაფორმდა,
რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებს სწავლის პერიოდშივე მისცეს შესაძლებლობა გამოიმუშავონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და დააგროვონ გამოცდილება.



აღნიშნული პროექტის ფარგლებში ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც დასაქმდება „დეილის“ ფილიალში მოლარის ან კონსულტანტის ვაკანსიაზე, არსებული ანაზღაურებისა და ბონუსის გარდა, 6 თვიანი მუშაობის შედეგად სწავლის 25%, ხოლო 1 წლიანი მუშაობის შედეგად სწავლის 50% დაუფინანსდება.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მუშაობის პროცესში უნივერსიტეტი სტუდენტებს საშუალებას მისცემს მათზე მორგებული გრაფიკით ისწავლონ და პარალელურად შეძლონ თავიანთი ცოდნის გამდიდრება პრაქტიკული გამოცდილებით.

Print