რეკლამა
ქუთაისში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციაზე მიმართვიანობა გაიზარდა
FaceBook
ქუთაისში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

ქალაქის პოლიკლინიკებსა და სტაციონარებში, იქ სადაც ვაქცინაციის პუნქტებია გახსნილი, საპენსიო ასაკის ადამიანების ხალხმრავლობაა.

ქუთაისის #4 მრავალპროფილურ პოლიკლინიკაში ამ ფაქტს სახელმწიფოს მხრიდან პენსიონერთა აცრის შემდეგ მიცემული ფულადი კომპენსაციით ხსნიან. ცოტა ხნის წინ საკოორდინაციო საბჭომ ვაქცინაციის წახალისების გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორისაა ფულადი წახალისება პენსიონერი მოქალაქეებისთვის.

200-ლარიან საპენსიო ერთჯერად დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას პირველ იანვრამდე ჩაიტარებს.დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ.
პოლიკლინიკებში საპენსიო ასაკის ადამიანები ჯავშნისა და ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე იცრებიან.

(R)
Print